საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა - ხშირად დასმული შეკითხვები

1. რა არის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა?

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც აუცილებელია საჯარო მოხელისათვის. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათის, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

 

2. ვინ ანხორციელებს პროექტს?

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას ანხორციელებს საჯარო სამსახურის ბიურო. პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოორდინირებას უწევს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტი. არნიშნული პროექტის ფარგლებში კარიერული განვითარების ცენტრის ფუქნციაა დაეხმაროს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს: ა) რეგისტრაციის ვადებში დროულად შეავსონ თანხმობის ფორმა ბ) მოახდინონ მონაცემების დამუშავება პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად გ) გადაცენ დამუშავებული მონაცემები საჯარო სამსახურის ბიუროს დ) ხელი შეუწყონ სტუდენტებს stajireba.gov.ge-ზე რეგისტრაციის დაწყებამდე შესაძლო პრობლემების მოგვარებაში (ტექნიკური, ინფორმაციული და.ა.შ.)

 

3. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოაწილე?

1.უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;

2. უნდა სწავლობდეთ სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უნივერსიტეტში,

3. იყოთ ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

4. სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

 

4. რას ნიშნავს თანხმობის ფორმა?

თანხმობის ფორმა არის საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეებისთვის შემუშავებული ფორმა. თანხმობის ფორმის შევსებით (მსურველი ავსებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა) სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურვები ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად აცხადებენ თანხმობას, რომ მათი პერსონალური ინფოემაცია გადაეცემა საჯარო სამსახურის ბიუროს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, უმაღესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების სფერო, ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ)

 

5. რა გზებით ხდება თანხმობის ფორმის შევსება?

არსებობს ორი გზა: 1. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი თანხმობის ფორმას ავსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში. ყოველ სამუშაო დღეს 1 მარტიდან- 1 აპრილის ჩათვლით, 10:00-17:00 სთ-მდე. (თსუ პირველი კორპუსის ეზო. უწვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული)

2. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი თანხმობის ფორმას ავსებს ელექტრონულად lms.tsu.ge-ზე გამოგზავნილ შეტყობინებაში დანართის სახით არსებული ფაილის ჩამოტვირტით. გარდა ხელმოწერისა, ყველა ინფორმაცია შეიძლება შეივსოს ნაბეჭდი ფორმატით. ხელმოწერა უნდა შესრულდეს ხელით (მექანიკურად). წინააღმდეგ შემთხვევაში თანხმობის ფორმა არ განიხილება. თანხმობის ფორმის ელექტრონულად შევსების შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ფორმას აგზავნის ელექტრონულ მისამართზე- employment@tsu.ge შეტყობინების სათაურში მიუთითეთ ,,სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა".

 

6.შევავსე თანხმობის ფორმა, გადავამოწმე stajireba.gov.ge-ზე და ჩემი მონაცემები არ მოიძებნა. ვის უნდა მივმართო?

2022 წლის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადში მონაწილეობისთვის პირველი ეტაპია უნივერსიტეტსი ,,თანხმობის ფორმი" შევსება. აღნიშნული ეტაპი გრძელდება 1 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით. მეორე ეტაპია უნივერსიტეტის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება და პროგრამის შესაბამისი მონაცემების გადაგზავნა საჯარო სამსახურის ბიუროსათვის. აღნიშნული ეტაპი გრძელდება 2 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით. მესამე ეტაპია უნივერსიტეტის მიერ გადარჩეული მონაწილეების ინფორმირება, რომ მათი მონაცემები გადაგზავნილია საჯარო სამსახურის ბიურიოსათვის. აღნიშნული ეტაპი გრძელდება 12- 15 აპრილის ჩათვლით. თუ ამ პერიოდში თქვენ ვერ მიიღებთ უნივერსიტეტიდა ინფორმაციას, მაგრამ შევსებული გაქვთ თანხმობის ფორმა, გთხოვთ, გვაცნობოთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს lms.tsu.ge-ზე შეტყობინების სახით, ან ჩვენს სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/careerTSU, ან ელექტრონულ ფოსტაზე career@tsu.ge (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა), ან მობრძანდეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში (თსუ პირველი კორპუსის ეზო. უწვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული) მეოთხე ეტაპია სტუდენტის მიერ საკუთარი მონაცემების გადამოწმება stajireba.gov.ge. აღნიშნული ეტაპი გრძელდება 20 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით. თუ უნივერსიტეტის მიერ მოგივიდათ შეტყობინება, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება პროგრამის მოთხოვნებს, გადაგზავნილია და არ აღმოჩდნით სიაში, გთხოვთ 21, 26 და 27 აპრილს აუცილებლად შეგვატყობინეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს lms.tsu.ge-ზე შეტყობინების სახით, ან ჩვენს სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/careerTSU, ან ელექტრონულ ფოსტაზე career@tsu.ge (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა), ან მობრძანდეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში (თსუ პირველი კორპუსის ეზო. უწვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული) გაითვალისწინეთ! სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის რეგისტრაცია იწყება 28 აპრილს. თუ მონაწილეობის მსურველი 28 აპრილამდე არ გადაამოწმებს პირად მონაცემებს მონაცემებს, სამწუხაროდ, თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი stajireba.gov-ge-ზე რეგიუსტრაციის დაწყების პერიოდში (28 აპრილიდან) ვერ მოახერხებს მსურველი სტუდენტების დახმარებას.

 

7.არის თუ არა საკმარისი პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ თანხმობის ფორმის შევსება და stajireba.gov.ge- ზე ჩემი მონაცემების გადამოწმება?

არა! იმისათვის, რომ თქვენ მოახერხოთ თქვენთვის სასურველი სტაჟირების დაწესებულების არჩევა, უნდა მოახდინოთ თქვენი პროფილის აქტივაცია (საიტზე უნდა გაიაროთ ავტორიზაცია), რომლის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე -https://stajireba.gov.ge/ka/page/registraciis-gzamkvlevi

 

8. როგორ ვირჩევ ან რას ვირჩევ?

მას შემდეგ რაც მონაწილე გაივლის ავტორიზაციას რეგისტრაციის დაწყების შემდეგ (28 აპრილი) საკუთარ გვერდზე გამოუჩნდება ის სახელმწიფო სტაჟირების ობიექტები, რომელიც მის პროფესიას შეესებამება. გაითვალისინთ, რომ მოქმედებს დასწრების პრინციპი (თქვენთვის სასურველი სტაჟირების ობიექტს, შეიძლება ჰქონდეს იმაზე მცირე ადგილი, ვიდრე მსურველია).

 

9. რომელი სახელმწიფო დაწესებულებები იღებს მონაწილეობას სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში?

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის კონკრეტულ ნაკადზე მონაწილეობას იღებს ის სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელსაც სტაჟიორების აყვანის რეალური შესაძლებლობა და საჭიროება აქვს. ამიტომ, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ყველა უწყება არ იებდეს მონაწილეობას. აღნიშნულის( ზუსტი ჩამონათვალი) შესახებ ინფრომაცია აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს

 

10. როგორ შეგვიძლია დაუკავშირდეთ პროგრამის განმახორციელებლებს?

საჯარო სამსახურის ბიურო - stajireba@csb.gov.ge საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7 (+995 32) 2197755. ასევე ბულზე იხილეთ ხშირად დასმული კითხვები -https://stajireba.gov.ge/ka/page/faq თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი - თსუ პირველი კორპუსის ეზო. უწვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. lms.tsu.ge-ზე შეტყობინება (აირჩიეთ თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი), ან ჩვენ სოციალური ქსელი https://www.facebook.com/careerTSU, ან ელექტრონულ ფოსტა career@tsu.ge (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა)

თარიღი: 09/03/2022